კახეთში ადამიანის დაგესვლის შემთხვა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა, თუმცა ქვეწარმავალი შხამიანი არ აღმოჩნდა.
“ჩვენ კახეთის რაიონებიდან მონაცემებს ყოველთვიურად ვიღებთ. ბოლო მონაცემების თანახმად, ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დედოფლისწყაროში, სადაც გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა. თუმცა საბედნიეროდ, ქვეწარმავალი შხამიანი არ აღმოჩნდა და ადგილზე პაციენტსთვის შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. რაც შეეხება შრატს, კახეთის ყველა რაიონში საკმარისი რაოდენობით არის და საჭიროების შემთხვევაში შხამიანი გველის მიერ დაკბენილ ადამიანს დროულად აღმოუჩენენ დახმარებას”,– განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში.