სოფელ ახაშენში ხანძარისას ორი წლის გოგონა გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.