მდინარე ალაზანში მსუბუქი ავტომანქანა 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშია. თვითმხილველების თქმით, მანქანაში მყოფი მგზავრები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით, რომელიც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სააგენტო Pia.ge-ს ფოტო