ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა ლაგოდეხიდან ორი მესაზღვრე გაიტაცეს

 ორივე პირი ლაგოდეხის მკვიდრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად გავიდნენ საქართველო – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. უწყების ცნობით, გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა.
,,მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მესაზღვრეები ქართულ მხარეს უნდა გადგადმოცეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე ინციდენტს და ყველა შესაბამის პროცედურას დეტალურად გამოიკვლევს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.