სოფელ კისისხევში მდებარე ციხის წისქვილს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შესაბამისი ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ გუშინ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება უკვე ამოქმედდა. “ციხის წისქვილი” XVIII საუკუნის ძეგლია.