ახალი ამბები

თელავში ანიმაციის ფესტივალი ექო თოფუზი 2018 გაიმართება

24-25 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში კისისხევსა და წინანდალში გაიმართა ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა და ანიმაციური ფილმების ჩვენება. 
“ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ორგანიზატორებთან ერთად გამართეს მუსიკალური გასართობი შოუ და ნახეს 5 ახალი წარმატებული ანიმაციური ფილმი, მათ შორის თელაველი ავტორების ეკა შავთელისა და ანი ნადირაძის ანიმაციური ფილმები – „მფრინავი სიყვარული“ და „ცელქი გოჭი”. აღსანიშნავია, რომ თელავში ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ბაზაზე მოქმედი ანიმაციის შემსწავლელი ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრები წარმატებით მონაწილეობენ ანიმაციის ფესტივალებში და მაყურებელთა დიდ მოწონებას იმსახურებენ. 
სამუშაო შეხვედრაში ნორჩ ანიმატორებთან ერთად მონაწილეობდნენ ფოთისა და თბილისის ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.