ბავშვთა შორის ფეხბურთში კახეთის ჩემპიონი გურჯაანის გუნდი გახდა
ტურნირში გურჯაანის ბავშვთა გუნდმა გაიმარჯვა. ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, “m2-ის თასზე” მონაწილეობდა 11-12 წლის ფეხბურთელებით თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდები. ტურნირს გივი ჩოხელის სახელობის თელავის სტადიონმა უმასპინძლა.
,,ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ახმეტის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს გურჯაანისა და თელავის ბავშვთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ თამაშში გაიმარჯვა და “m2-ის თასის” მფლობელი გახდა გურჯაანის გუნდი”,- განაცხადეს ორგანიზატორებმა.