პანკისელი ბესლან წუწაშვილის პოვნაში ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
ლეილა უმაროვა ხეობიდან თბილისში ჩასვლას და სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
“ჩემი შვილი არის საქართველოს მოქალაქე. ის რომ ტერორისტი ყოფილიყო, ამათ უნდა დაეკავებინათ. საკუთარი მოქალაქის ბედით ხომ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო “- აცხადებს ლეილა უმაროვა.
უმაროვას ინფორმაციით, ახალგაზრდის დაკარგვიდან ორი კვირის შემდეგ 28 წლის მამაკაცის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ წუწაშვილი ტერორიზმის ბრალდებით ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსულმა მხარემ დააკავა. წუწაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სირიასთან კავშირი არასოდეს ჰქონია. ლეილა უმაროვას თქმით, ბესლან წუწაშვილი სამუშაოდ ორ დაღესტნელთან ერთად გროზნოში წავიდა და რუსეთის სპეცსამსახურებს ტერირიზმთან მისი შვილის კავშირის შესახებ არასწორი ინფორმაცია მათ მიაწოდეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ახალგაზრდა საქართველოში მანქანების, ხოლო გროზნოში სამშენებლო მასალების ვაჭრობით იყო დაკავებული. ორი ქვეყნის საზღვარიც არაერთხელ გადაუკვეთავს.
„გროზნოში მიდიოდა სამუშაოდ. ჩემმა შვილმა საზღვარი არაერთხელ გადაკვეთა. დაღესტნელებთან ერთად მგზავრობდა, რომლებმაც რუსებს უთხრეს, რომ ჩემი შვილი ვითომ ტერორისტია“, – აღნიშნა ლეილა უმაროვამ.
უმაროვა არ გამორიცხავს, რომ პანკისელი ახალგაზრდა მოიტაცეს და მასზე საქართველოს მოქალაქეობის გამო შური იძიეს.
წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფისორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ წუწაშვილმა 6 ივნისს საქართველოს საზღვრი გადაკვეთა, თუმცა მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე გაურკვეველია.