წინანდალში ფერმერმა შეღავათიანი აგროკრედიტით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად).
,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“. ის გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივდათ”,- განაცხადა პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა.
მისივე თქმით, დღეისათვის უკვე გაცემულია 146 აგროკრედიტი, რომლის ჯამური თანხა 3 790 671 ლარია და 1 აგროლიზინგი. მისი ჯამური ღირებულება 1 499 830 ლარს შეადგენს.