კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდულის სამყაროს წევრი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველები დაკავებულს 2007 წლიდან ეძებდა სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“დაკავებული აღიარებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან – ზაზა ელიკაშვილთან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წარმომადგენლებთან: ოთარ ელიზბარაშვილთან (მეტსახელად „ჭაღარა“), გიორგი ახალმოსულიშვილთან (მეტსახელად „ბურვაკა“), ნოდარ გიორგაძესთან (მეტსახელად „ოდო“), ბესიკ ჭანყოშვილთან (მეტსახელად „დრელე“)“, – განაცხადეს შსს-ში.