ახალი ამბები

გომბორის გზა გაიხსნა

თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
“გზის გარკვეულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სანიაღვრე არხმა მოვარდნილი ქვა-ღორღის გატარება ვერ შეძლო და წყალი ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა. უამინდობასთან დაკავშირებით გომბორის უღელტეხილზე მონიტორინგი გაგრძელდება, მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს”, – აღნიშნა აბდულაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. ძლიერმა ნიაღვარმა გომბორის გზა დააზიანა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.