პანკისის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული
ინფორმაციას სააგენტო “რეგინფო” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა. ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.