წინანდალსა და სლოვაკეთის სოფელ ბეშენოვას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ვაჟა ლეშკაშელმა და ჟლინის მხარის რუჟომბეროკის რაიონის სოფელ ბეშენოვას გამგებელმა მარტინ ბარანმა. როგორც knews.ge-ს ვაჟა ლეშკაშელმა განუცხადა, შეთანხმების მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
“სოფელ წინანდალსა და ბეშანოვას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ლეშკაშელმა.