გურჯაანის 7 სოფელში ძლიერმა წვიმამ გზები დააზიანა
როგორც knews.ge-ს გურაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, უხვი ნალექის გამო სოფელ კალაურში, ძირკოკში, კოლაგში, შაშიანში, კარდენახში, ბაკურციხესა და ვეჯინში ხევები ადიდდა და შიდა გზები დაზიანდა.
„გუშინ გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გურაანის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში შიდა საუბნო გზები გაფუჭდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ კალაურში, სადაც მოსახლეობას ვენახები დაეტბორა. ამ დროისთვის გზები იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია მელიორაციის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კომპანია “ბლექ სი გრუპის” ტექნიკა. წყალი როგორც კი დაიკლებს, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას დავიწყებთ”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.