ლაგოდეხში ევროპის დღე აღინიშნება
უწყების ინფორმაციით, ევროპის დღის ფარგლებში, დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინფორმაციული და გასართობი აქტივობა გაიმართება.
“16 ივნისს ლაგოდეხის ტყე-პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით მოქალაქეები ევროკავშირში იმოგზაურებენ. ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამების წარმომადგენლები. ისინი იმ აქტივობებს და შესაძლებლობებს წარმოგიდგენენ, რომლებსაც ახორციელებენ და სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს. ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით. ღონისძიება დასრულდება ღია ცის ქვეშ საღამოს კონცერტით ღია ცის ქვეშ”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ევროპის დღე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაულია.