საგარეჯოში 5 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური შენდება
“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯია” განახორციელებს.
,,სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია ტენდერის საშუალებით შეარჩია. „ბიურო ვერიტას ჯორჯია” სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა და ფონდმა მასთან შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიამ შეაფასოს მზის ელექტროსადგურის პროექტი და საინჟინრო შესყიდვისა და სამშენებელო (EPC) კონტრაქტორის შერჩევისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით კონსულტაცია გაუწიოს. მზის ელექტროსადგურის პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცილდება და სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატია’’,– განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში.