ახალი ამბები

გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

,,გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 
,,საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში”, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, მედიკოსები დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ. 

დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.