გურჯაანში, დიდების მემორიალზე, ტელესკოპი დამონტაჟდება
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინის” ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება. მერის მოადგილის, ნიკა გეთიაშვილის ინფორმაციით, ტელესკოპის გარდა, მემორიალზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.
“ჩვენ საძირკველი ჩავუყარეთ ტელესკოპს, რომლეიც შეიძინა არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინმა” ქალბატონ ლაურა ხარიტონაშვილის ინიციატივით. ტელესკოპის საშუალებით ტურისტებს, მოსახლეობას შეეძლება ალაზნის ველის დათვალიერება. გარდა ამისა, დიდების მემორიალზე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, დაიდგმება 20-მდე სკამი, დამონტაჟდება 10 -მდე ვიდეოკამერა და მემორიალი განათდება”, – განაცხადა ნიკა გეთიაშვილმა.
გურჯაანის მერია, სამომავლოდ, ქალაქის სკვერების განახლებასაც გეგმავს.