მეწარმეები EFTA-ს ქვეყნებში პროდუქციას ნულოვანი ტარიფით გაიტანენ
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ექსპორტიორებს წვდომა ექნებათ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების 14 მილიონ დოლარიან ბაზარზე. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, 14 მილიონი დოლარიდან 72 მილიონი დოლარი ექსპორტია, ხოლო იმპორტის წილი 67 მილიონ დოლარს შეადგენს. შეთანხმების მიხედვით, ქართველი მწარმოებლები შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლაინდიასა და ლიხტენშტეინთან, ნულოვანი ტარიფით ივაჭრებენ.
„ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზრის შემდეგ. ამ ქვეყნებში გადიოდა სხვადასხვა პროდუქცია, როგორიც არის გადამუშავებული ოქრო, ასევე ბოსტნეული, საკონდისტრო ნაწარმი. დღევანდელი მაჩვენებელი არის მცირე რეალურ პოტენციალთან შედარებით. შეთანხმების შედეგად, ინდუსტრიულ პროდუქტებზე სრულად განულდა ტარიფები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ოთხივე ქვეყნის მხრიდან, სენსიტიურობიდან გამომდინარე გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე შენარჩუნებულია ტარიფები და გარკვეული კვოტები. ნულოვანი ტარიფით გავა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ხილ-ბოსტნეული, სამეწარმეო დანიშნულების ნაწარმი, როგორიცაა ტექსტილი, კაბელები, ლითონის კონსტრუქციები. ჩვენ საქართველოში წარმოებულ ყველა პროდუქციაზე ინტერესი დავიცავით”, – აცხადებს გენადი არველაძე.