საგარეჯოში კახის რაიონის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი გაიმართება
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ლერი შიოშვილი.
“საგარეჯოში აზერბაიჯანის კახის რაიონის ქართული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს გამართავს. წარმოადგენაში მონაწილეობენ ბესარიონ ჭაჭაშვილი, ლაშა ანდრიაშვილი, ვიტალი სუყაშვილი, ლერი შიოშვილი, რაული ბარიხაშვილი, ნინო ბარიხაშვილი, მაყვალა ემრაშვილი, ლაშა ასლამააშვილი, ნონა, ნინო და ბარბარე ჭაჭაშვილები”, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში. სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარი იქნება.ც