თელავში მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებს გამოკვლევები ჩაუტარდებათ
თელავის მე-3 ბაგა-ბაღში უფასო გასინჯვების აქცია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა მშობელთა კავშირ ,, ლამპარის” ინიციატივით დაიგეგმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო მაისურაძის თქმით, საქველმოქმედო აქციაში “ლოგომედი – მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის” სპეციალისტები ჩაერთვებიან.
“სპეციალსტები ჩაატარებენ საქველმოქმედო აქციებს სკოლამდელ და სასკოლო კონტიგენტის გამოკვლევას მეტყველების დარღვევათა დროული დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით. აქციის ფარგლებში პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს კონსულტაციებს ჩაუტარებენ. სამოქმედო გეგმის დასახვა, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს პრობლემის გამოსასწორებლად საჭირო დროსა და თანხების, მეორე მხრივ კი დროულად დაწყებული თერაპია საგრძნობლად გაზრდის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულების შანსს. აქცია ჩემი ორგანიზაციის ინიციატივით იმართება, რომელსაც მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ისინი სივრცის გამოყოფაში დაგვეხმარნენ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო მაისურაძემ.
სპეციალისტების თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა სკოლამდელ და დაწყებითი სასკოლო ასაკის კონტიგენტში მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა შემთხვევებმა. მათი ინფორმაციით, დღეს მეტყველების დარღვევა წარმოადგენს ისეთ სერიოზული პათოლოგიების პირველ კლინიკურ ნიშანს, როგორეებიცაა: აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობანი, მუტიზმი, დისლექსია, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა , ფსიქომოტორული ეტაპების შეფერხება, ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება, აპრაქსია და სხვა.