ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერი შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს

შალვა თადუმაძის ინფორმაციით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედრაზე არ მიიღებს. 
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მუკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდა. მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, მთავრობის მეთაური მის ოჯახს ტერორისტებად მიიჩნევს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, თუმცა შეხვედრას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები არ უნდა დაესწრონ.