ახალი ამბები

თელავში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

ღონისძიება ტარდება მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგის“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფესტივალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით 2008 წლიდან ტარდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა“ (PITA) და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.