ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სიღნაღში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია, რომელიც კახეთის რეგიონში გასულ კვირას დაიწყო და ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა, მიზნად ისახავს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას.
საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია “ათინათთან” თანამშრომლობით.