ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის შედეგად 26 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

სოფელ ველისციხესთან “მაზდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი დაზიანებებით ავტომანქანის მძღოლი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, დღეს გამთენიისას, ჩაუტარდა.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.