ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის მოასფალტებაზე 200 ათასი ლარი დაიხარჯება
გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების კაპიტალური მოწესრიგებაც. ვანო ბერიძიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200 000 ლარი დაიხარჯება.
,,200 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მოუწესრიგებელი გზა და სანიაღვრე არხები წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს არსებული პრობლემები მოუგვარდებათ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – განუცხადა Knews.ge-ს ვანო ბერიძიშვილმა.