თელიანი ველი ვენახის ფართობებს 1000 ჰექტრამდე გაზრდის
კომპანიის შემოსავლები წლიურად 94%-ით გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ზრდა, ძირითადად, 2017 წელს ლუდისა და ლიმონათის წარმოების დაწყებამ განაპირობა.
“თელიანი ველი“ გეგმავს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვენახის ფართობები 1000 ჰა-მდე გაზარდოს. მიმდინარე წლის აპრილში კი კომპანიამ ვენახის ფართობები 436 ჰექტრამდე გაზარდა. „თელიანი ველი“ სამ სხვადასხვა ბიზნეს ქსელს აერთიანებს, ესენია: ღვინისა და ლუდის წარმოება და სადისტრიბუციო ქსელი. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინისა და არყის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და სხვა 14 ქვეყანაში იყიდება. კომპანია, ასევე, აგრძელებს ღვინისა და ლუდის ბიზნესის დივერსიფიკაციას და მიწოდების ქსელის ზრდას”,- განუცხადეს Knews.ge-ს კომპანიაში.
სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად.