კახეთში მოქმედ 16 ვეტაფთიაქს კომპიუტერები გადაეცა
როგორც Knews.ge-ს ასოციაციაში განუცხადეს, საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ფერმერებმა ასევე შესაბამისი ტრენინგებიც გაიარეს.
,,მომავლის ფერმერმა” ვეტაფთიაქებისთვის შემუშავებული საწყობის მართვის პროგრამის ინდივიდუალური ტრენინგები ჩაატარა და მონიტორინგი განახორციელა. პროექტის ფარგლებში კახეთის მუნიციპალიტეტის 16 ვეტაფთიაქს გადაეცა კომპიუტერები და საწყობის მართვის მათზე მორგებული პროგრამა, რაც ელექტრონული აღრიცხვიანობის, მიკვლევადობისა და ბიზნესის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ვეტაფთიაქის მფლობელებს კომპიუტერებში ინფორმაცია ინტენსიურად შეაქვთ და აქტიურად იყენებენ პროგრამას”, – განუცხადეს knews.ge-ს ,,მომავლის ფერმერის” წარმომადგენლებმა.