IDFI – 2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი გახდა
IDFI-ის მონაცემების თანახმად, 2014 წლიდან მოყოლებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი, როგორც კაცებში, ასევე ქალებში ყოველწლიურად იზრდება.
“სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 253 ქალი და 32 კაცი გახდა; 2012 წელს – 308 ქალი და 27 კაცი; 2013 წელს – 220 ქალი და 20 კაცი; 2014 წელს კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 742 ქალი და 87 კაცი გახდა; 2015 წელს მსხვერპლთა მაჩვენებელმა ქალებში 2301 მიაღწია, კაცებში კი 337-ს; 2016 წელს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლი 2585 ქალი და 381 კაცი იყო; 2017 წელს – 3599 ქალი და 497 კაცი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების სტატისტიკურ მონაცემებს, 2011 წელს ოჯახში ძალადობა 240 კაცმა და 21 ქალმა ჩაიდინა; 2012 წელს – 291 კაცმა და 22 ქალმა; 2013 წელს – 207 კაცმა და 18 ქალმა; 2014 წელს – 690 კაცმა და 60 ქალმა; 2015 წელს – 2283 კაცმა და 185 ქალმა; 2016 წელს ოჯახში ძალადობის შემცველი დანაშაული 2544 კაცმა და 222 ქალმა ჩაიდინა; 2017 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა კაცებთან მიმართებაში 3492-ს ხოლო ქალებთან მიმართებაში 393-ს მიაღწია”, – განაცხადეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.