23 მაისს, საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონი გაიხსნება
17 საათზე კი დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის კალენდარული მატჩი. ერთმანეთს
საგარეჯოს “გარეჯი” და აჩაბეთის “ლიახვი” დაუპირისპირდებიან. სტადიონის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროექტი, რომლის ფარგლებში ცენტრალურ სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაახორციელა. როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.
“სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი მინდვრის საფარი. თანამედროვე ტიპის სტადიონით სარგებლობა ნებისმერ პირს შეეძლება”, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.