რეგიონებში ლოჯისტიკური ცენტრები გაიხსნება
ოთარ დანელიას განცხადებით, საპარტნიორო ფონდი ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, რეგიონებში ინვესტიციების ჩადებაზე ინვესტორთა დაინტერესება რთულია.
,,როდესაც მთავარი პრიორიტეტი რეგიონული განვითარებაა, უნდა მივყვეთ განვითარების გეგმას და შევქმნათ კომერციული ინტერესი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ, ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ რეგიონებში ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე. ჩვენი როლი არის უფრო ამ მიმართულებით და არა პირდაპირ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში“, – განაცხადა დანელიამ.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, კახეთში ბევრი ინფტასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც ხელს შუწყობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებასა და გაძლიერებას.
,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რეგიონში მოხდეს ინვესტორის შემოყვანა იმისთვის, რომ მიმართულებები, რომელებიც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია: მევენახეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს უფრო მეტად ტურიზმის განვითარებას და ტურისტების შემოდინების რიცხვის გაზრდას,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.