ახალი ამბები

“სოფელი ველისციხე უნდა გახდეს ტურისტული ცენტრი”

მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, მცირე მარნების, სასტუმროების და სხვა აგროტურისტული ცენტრების შესწავლა. 
ნინო ნინოშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმაა, სოფელი ველისციხე გახდეს ტურისტული ცენტრი, რომელიც ადგილობრივების ფინანსურად გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,დავიწყეთ ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მარნების და არსებული პრობლემების შესწავლა. ამ პროცესში კი ქართველებთან ერთად იმუშავებს გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი. ტურისტული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. გეგმაში ძირითადი ფოკუსი იქნება გაკეთებული ქალაქ გურჯაანზე, რადგან აქ არის მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი სამკურნალო კურორტი ახტალა, რომელიც სრული დატვირთვით უნდა ამუშავდეს. გარდა ამისა, აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ და გვინდა, სოფელი ველისციხეც გახდეს ტურისტული ცენტრი, რადგან აქ არის ბევრი საოჯახო მარანი, რომლითაც ტურისტების დაინტერესება დიდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.