ვიდეორეპორტაჟი

თელავის ჩუქურთმების ავტორი

თელავის ჩუქურთმების ავტორი ხელობას ბავშვობიდან მისდევს. ზელიმხან აბრამიშვილს გული წყდება, რომ დღეს ხელობის მიმართ ახალგაზრდებში ნაკლები ინტერესია. ზელიმხანი სიამაყით გვიყვება, რომ თელავში ჩუქურთმების უმეტესობა მისმა ხელმა შექმნა. 

“პაპაჩემი და მამაჩემი ხელოსანები იყვნენ. ვუყურებდი, რასაც მამაჩემი აკეთებდა. ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. ძალიან მიყვარს სიძველეების და იმის გაკეთება, რაც სხვაგან არ არის გაკეთებული. ადრე მამაჩემთან და სხვა ოსტატებთან ერთად ვმუშაობდი ხელით, მაგრამ დღეს ყველაფერი დენით კეთდება”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ზელიმხან აბრამიშვილი.