თელავის ორი სოფელი დაისეტყვა
სტიქიამ სოფლები კისისხევი და წინანადალი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც knews.ge-ს თელავის მერმა განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან მცირეა. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
“ამ დროის მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5-დან 10%-მდე მერყეობს. ძირითადად დაისეტყვა სასოფლო-სამეურენო სავარგულები და ხეხილის ბაღები. ვენახებს არ შეხებია. ზარალის დასადგენად შესაბამისი კომისია იმუშავებს და ზუსტი ოდენობა ხვალ გვეცოდინება”, – განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.