ახალი ამბები

სოფელ ვეჯინში ღვინის მარანი და საოჯახო სასტუმრო გაიხსნა

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტის გახსნა. 
“ტურისტები აქ გაეცნობენიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ კახურ, ქვევრის ღვინოს და ქართულ კერძებს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, რათა გურჯაანი მიმზიდველი გახდეს როგორც შიდა ასე უცხოელი ვიზიტორებითვის“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა. 
ახალი ტურისტული ობიექტის გახსნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მისი მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოში მოქმედი ტურ ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.