ახალი ამბები

სიღნაღში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსში საქობოს სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ინტელექტუალურ თამაშში ხუთი გუნდი: ,,მკურნალი“, ,,პროგრესი 010“, ,,იმედი“, ,,გუგლი“ და ,,ცისარტყელა“ მონაწილეობდა. კონკურსის გამარჯვებული სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მასწავლებელთა გუნდი ,,ცისარტყელა“ გახდა. გუნდის კაპიტანი რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მარეხ ჯალიაშვილია.
გამარჯვებული გუნდი სიმბოლური საჩუქრებით, ხოლო ღონისძიების ყველა მონაწილე ,,ცოდნის კაფესგან“ წიგნებით დასაჩუქრდა.