კახეთის გუბერნია გომბორზე გვირაბის გაჭრის პროექტს ისევ განიხილავს
როგორც BM.GE-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული გზა თბილისიდან თელავამდე მანძილს დაახლოებით 40 წუთით შეამცირებს.
უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები, ჯერჯერობით კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის და შესაბამის მოკვლევას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება’’ ატარებს.
,,საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის მიხედვით, 2020 წლამდე არ იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. 2020 წელს ამ საკითხს კახეთის მხარე დასვამს ცენტრალური მთავრობის წინაშე”, – აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.