,,ეტალონის“ ფინალური ტური, სავარაუდოდ, სოფელ დუისში ჩატარდება
პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ გრანდიოზული ფინალის ჩასატარებლად, სადაც 2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება, მზადება უახლოეს მომავალში დაიწყება.
“სოფელ დუისში ვგეგმავთ “ეტალონის” ფინალური ტურის ჩატარებას. გრანდიოზული ფინალის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად სოფლის ულამაზესი ადგილი – თეატრონი განიხილება. უკვე შევხვდით სოფლის უხუცესებს, სხვადასხვა ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული “ეტალონი” მოსწავლეების მასპინძლობა და მათთვის პანკისის ხეობის გაცნობა. აღნიშნულ საკითხზე შემდეგი საქმიანი შეხვედრა პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად დუისში, 9 მაისს, გაიმართება”, – განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.