დედოფლისწყაროში “ლიბერთი ბანკის” ფილიალიდან 11 000 ლარი გაიტაცეს
ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ობიექტივი” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა, რომელიც მარტო მოქმედებდა,11 000 ლარის გატაცება შეძლო. შემთხვევა გუშინ, სამუშაო საათებში მოხდა.
ბანკის ფილიალის მოლარე-ოპერატორის ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებული იყო, რის გამოც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თუმცა ნიღაბი არ ეკეთა. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული პირი სოფლის მკვიდრი არ არის, რის გამოც მისი ამოცნობა ვერ მოახერხეს.
ფაქტზე მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიებამ თვითმხილველები უკვე დაკითხა.