ახალი ამბები

კახეთში VERBIER FESTIVAL ყოველწლიურად გაიმართება

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სოფელში ამოქმედდება სასწავლო-სამუსიკო ცენტრი, სადაც ახალგზრდებს მომზადების საშუალება ექნებათ. 
„უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი”, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.