დაცული ტერიტორიები 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს
ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.
როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას.