საგარეჯოში C ჰეპატიტის და შიდსის უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდება
ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. როგორც knews.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, აქციის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს ჩაუტარდებათ უფასო აცრა წითელაზე. უწყების ინფორმაციით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილია საჯარო ლექციაც.