თელავში 16 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგონა „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა.
შეჯახების შედეგად ახალგაზრდამ სხეულის სხვადახვა ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.