ახალი ამბები

თბილღვინო კახეთში ახალ ვენახებს გააშენებს

კომპანიის პროდუქტების განვიათარების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში 37 ჰექატრზე კომპანიამ უკვე გააშენა ქისის, საფერავისა და კახური მწვანეს ჯიშები. ლაშა ლომაშვილის განცხადებით, ვენახებში ამჟამად მიმდინარეობს საირიგაციო სისტემის დანონტაჟება. 
ჩვენ ფერმერებისგან 20 წელია, რაც ყურძენს ვიღებთ, მაგრამ მის ხარისხს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ კერძოდ, თუ რა პრეპარატებით წამლიან ვაზს, რა რაოდენობით, როგორ უვლიან და ა.შ. ჩვენს ვენახებში ყურძნის ხარისხს გაცილებით უკეთესად ვაკონტროლებთ. ჩვენი საბოლოო მიზანია 100%-ით თუ არა, ძირითადად მაინც, ყურძნის მოსავალი, როგორიცაა რქაწითელი, საფერავი და ის ჯიშები რაც კახეთში მოდის, საკუთარ ვენახებში მოვიყვანოთ“ – განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიამ, ამ მიმართულებით, ჯამში, 800 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,თბილღვინო“ ჯამში 202 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც, კახეთის საუკეთესო ტერუარებში, მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებშია გაშენებული.