ლაგოდეხში მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
როგორც knews.ge-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, შემთხვევა ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მოხდა. საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მესაზღვრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გუშინ გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.