აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაძლოა, ავიაციაც ჩაერთოს
ნოდარ კერესელიძე აცხადებს, რომ მოკვლევა ჩატარდა, და საჭიროების შემთხვევაში, ამ ტიპის ტექნიკაც ჩაერთვება.
„ამ ეტაპზე ეს არ არის დაგეგმილი, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოკვლევა ჩავატარეთ როგორც ადგილობრივი რესურსის კუთხით, ასევე მეზობელი ქვეყნების შესაძლებლობების კუთხით და თუკი საჭირო გახდება, ამ ტიპის ტექნიკის შესაბამისი ჩართულობაც მოხდება“, – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
კახეთში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა.
როგორც knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რეგიონში სულ 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდა.
“აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა იქნება რვავე მუნიციპალიტეტში. ეს მოწყობილობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ონალინ რეჟიმში განსაზღვროს მწერის ლოკაცია და შესაძლო გამოჩენის შემთხვევაში ოპერატიული ღონისძიება გაატროს”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი დამონტაჟდა.