ახალი ამბები

ახმეტის მერია – თუშეთის გზის დაახლოებით 40 კილომეტრია გაწმენდილი

ლადო კახოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 39-ე კილომეტრის გაწმენდითი სამუშაოები.

ყოველდღიურად წინ მიიწევს ტექნიკა. სამუშაოებს კომპანია ,,გერალი” ახორციელებს. უღელტეხილის გაწმენდის შემდეგ იწყება ე.წ. “ციმბირის,, ტერიტორია, ამ ადგილს მზე გვიან ადგება და თოვლიც გვიან დნება. ვფიქრობთ, ტექნიკა მეორე მხრიდანაც შემოყვანოთ, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს გზის გაწმენდა და სეზონის გახსნა“ – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.