გურჯაანში გერმანულ-ქართული ფესტივალები ჩატარდება
როგორც knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მერია აქტიურად მუშაობს.
მისივე თქმით, გერმანიის გარდა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთთან.
,,ცოტა ხნის წინ მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების და კულტურის სამსახურის ინიციატივით, ჩამოვიდნენ გერმანელი მუსიკოსები, რომლებმაც აქ გამართეს კონცერტი. ამის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. სულ მალე იგეგმება, რომ გურჯაანელი ახალგაზრდები წავიდნენ მიუნხენში და კონცერტებში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, გერმანიასთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება. მაისი-ივლისის პერიოდში ვგეგმავთ ორკვირიან გერმანულ-ქართულ ფესტივალებს, რომლის ფარგლებშიც მასტერკლასებს ჩაატარებენ გერმანელი მუსიკოსები. მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ პოლონეთთან და უკრაინასთანაც და მათთან ერთად გვინდა, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.