ევროკავშირი საქართველოს დახმარების სახით 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
ამავე თემაზე 2018 წლის 14 მარტს ევროპარლამენტში იმსჯელეს. დეპუტატებმა ევროკომისიის შეთავაზება გაიზიარეს და საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირეს. ფინანსური დახმარება მოიცავს 35 მილიონი ევროს ოდენობის საშუალოვადიანი სესხის და 10 მილიონი ევროს გრანტის.
ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხა საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის არის გათვალისწინებული.
,,დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობა, საქართველოს მიერ დემოკრატიული მექანიზმებისა და კანონის უზენაესობას პატივისცემა, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების არსებობაა. პირობები, ასევე მოიცავს, სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში იქნება გაწერილი”,- ნათქვამია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2008 წლის ომის შემდეგ ეს ევროკომისიის მესამე წინადადებაა, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.