ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა

გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 2780 ვიზიტორმა მოინახულა, რაც გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. 
“ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებით სულ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი ტურისტი ინტერესდება. 2018 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 2131 საქართველოს მოქალაქე და 649 უცხოელი. 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების საერთო რაოდენობა 2018 წელს 16 %-ით გაიზარდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობა – 41 %-ით. გარდა ამისა, ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა 10 %-ით, რაც ძალიან კარგი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველი 3 თვე არაა ლაგოდეხისთვის ტურუისტული სეზონი, მაინც ბევრი ტურისტი გვყავდა”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.